ისრაელში სამი ავტობუსი აფეთქდა, ორში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს – პოლიცია სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმაზე საუბრობს

ს ქალაქებში, ბათ-იამსა და ხოლონში, ავტოსადგომებზე სამი ავტობუსი აფეთქდა. აფეთქების დროს ავტობუსებში არავინ იმყოფებოდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს ორი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში. მედიის ცნობით, ეს მოწყობილობები ჰოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ძებნა.
პრემიერ-მინისტრ ს ოფისის ცნობით, პრემიერი მუდმივ განახლებებს იღებს სიტუაციის შესახებ და მან ს თავდაცვის ძალებს „დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა“.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან