ისრაელში, მძევლების გათავისუფლების მიზნით „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გაიმართა

თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა და მთავრობას მოუწოდა, მეტი გააკეთოს ღაზის სექტორში დარჩენილი 130-ზე მეტი მძევლის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.
კერძოდ, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების ფორუმის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზაში ბრძოლების შეწყვეტას და “ჰამასთან” მძევლების დაბრუნების მიზნით, შეთანხმების მიღწევას.
ამასთან, თელ-ავივსა და იერუსალიმში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართა. კესარიაში, ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციის წინ შეკრებილი მომიტინგეები სკანდირებდნენ: “შეთანხმება, ახლავე!“
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, „ჰამასი“ ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას