ისრაელში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

ისრაელის რამდენიმე ქალაქში, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ათასობით მომიტინგე შეიკრიბა.
გამოცემა The Jerusalem Post-ის ცნობით, თელ-ავივში დემონსტრანტებმა ქალაქის ერთ-ერთ მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტეს. აქციები, ასევე, გაიმართა იერუსალიმში, ჰაიფასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.
თელ-ავივში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ორი ადამიანი დააკავა პოლიციამ იერუსალიმშიც.
ს პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რამდენიმე მომიტინგე გზის გადაკეტვას, წესრიგის დარღვევას და ავტომაგისტრალზე ცეცხლის დანთებას ცდილობდა.
მანამდე, Reuters-მა „ჰამასის“ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯგუფებამ მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ -ის წინადადება მიიღო. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დამყარებიდან 16 დღეში დაიწყება.