“ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის, ძალიან უსიამოვნო რამ ხდება!” – ლაშა შაყულაშვილი

მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:
მოკლედ, ძალიან მიმძიმს ისევ ამ თემაზე წერა, მაგრამ ჩვენთვის, ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის, ძალიან უსიამოვნო რამ ხდება!
ჩვენი ერთადერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ოჯახური ტრაგედიის გამო, თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. არც თავმჯდომარე გვყავს, არც მოადგილე და არც მდივანი! გიორგი მაჩაიძე იყო თავმჯდომარე. დაურეკეს მის მოადგილეს, ზაზა სოხანეიშვილს, რომელიც ამბობს რომ სულ არ იცის რომ კომისიის წევრია და არც უნდა. უბნის მდივანი, ბელა სვანიძემ, 2 კვირის წინ ს და საელჩოს ოფიციალურად მიმართა რომ არ უნდა კომისიაში ყოფნა. კომისიაში ყოფნაზე უარს ამბობს კიდევ ერთი წევრი – თამარ ღვაჩლიანი. 4 ადამიანმა უკვე უარი თქვა. 3 ადამიანი პასუხს არ გვცემს. ამ სამიდან რომ ერთმა მაინც უარი თქვას – 7 ადამიანი არ იკრიბება და უბანი უქმდება!
დღეს 24 ოქტომბერია, არჩევნებამდე დარჩენილია 40 საათი. რა ვქნათ? მართლა ვკითხულობ!

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას