ისრაელში მომიტინგეებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდეს, აშშ-ში არ ჩაფრინდეს

თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში ასობით დემონსტრანტმა აქცია მოაწყო და ს პრემიერ-მინისტრ -ში დაგეგმილი ვიზიტი გააპროტესტა, – ინფორმაციას გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრს, არ გაფრინდეს ვაშინგტონში, სანამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ დაკავებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევა არ მოხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ გატაცებული მძევლების ნათესავებიც.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს შეერთებული შტატების დედაქალაქში ჩასვლას გეგმავს. ის, ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება და კონგრესში სიტყვით გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი