ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

შაბათს თელ-ავივის ქუჩებში პრემიერმინისტრ ს მთავრობის წინააღმდეგ ასობით ადამიანი შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არასწორად უმკლავდება, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი ს დანიშვნაზეც.
“მთავრობამ 7 ოქტომბერს მიგვატოვა და ამას აგრძელებს ყოველ დღე – მიატოვა ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებიდან ევაკუირებული მოსახლეობა, მსხვერპლების ოჯახები, ნათესავები და მძევლები. ძალა ჩვენს ხელშია, რათა შევცვალოთ და აღვადგინოთ. მთავრობა სახლში უნდა წავიდეს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნოამ ალონმა, რომლის ძმაც სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.
ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები თელ-ავივში აქამდეც არაერთხელ გამართულა – პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა მძევლების გათავისუფლებას უკავშირდება. პარალელურად, ს მთავრობა აცხადებს, რომ მანამ არ გაჩერდებიან, სანამ ჰამასის ტყვეობიდან ყველა მოქალაქეს არ დაიხსნიან, თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებები ბოლო შეთანხმების ჩაშლის შემდეგ აღარ აღდგენილა.