ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელის ქუჩებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ს გადადგომისა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
თელ-ავივსა და ს სხვა ქალაქებში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ მძევალ ელად კაცირის ცხედარი აღმოაჩინეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : „არჩევნები ახლავე“ და „ბოდიში“.
მოგვიანებით პოლიციამ თელ-ავივის საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.
ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახები შეუერთდნენ. დემონსტრანტები იმედგაცრუებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობამ ვერ შეძლო გაათავისუფლოს დაახლოებით 130 მძევალი, რომლებიც ამ დრომდე ღაზაში რჩებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თელ-ავივში საპროტესტო აქციაში 100 000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო სხვა მონაცემებით, დაახლოებით, 45 000. თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე ხალხში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ განაცხადა, რომ მძღოლი დააკავეს.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ღაზის სექტორში ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო შეტევის შედეგად, „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე 33 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მონაცემებით, „ჰამასმა“ მძევლად ისრაელისა და სხვა ქვეყნების 253 მოქალაქე აიყვანა. დაახლოებით 129 მძევალი გატაცების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება. მათგან 34, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 12 ცხედარი აღმოაჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”