ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მოთხოვნით

კვირას, 17 აგვისტოს, ისრაელში მასშტაბური დემონსტრაციები იმართება. მისი მონაწილეები მოითხოვენ შეთანხმების მიღწევას ღაზის სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების გათავისუფლებაზე. ისინი პალესტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა აიყვანეს ისრაელზე თავდასხმის დროს.
პროტესტი დაიწყო თელ-ავივში, მძევლების მოედანზე, სადაც გაშალეს დროშა ყველა მძევლის ფოტოებით.
დილის 7 საათზე ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა და მძევლების ოჯახების ჯგუფმა, „ოქტომბრის საბჭომ“, პრესისთვის განცხადება გაავრცელა.
„გვაქვს ერთი მარტივი მოთხოვნა ს მთავრობისადმი: დღესვე წარმოადგინონ ისრაელის გეგმა ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის – ომის დასრულება ბოლო მძევლის სანაცვლოდ“, – თქვა ნაომი აბირმა, რომლის ვაჟი 2023 წლის 7 ნოემბერს დაიღუპა, როცა ის ფესტივალ „ნოვას“ ესწრებოდა.
ბევრი ისრაელელი შეუერთდა მასობრივ გაფიცვას და სამსახურში არ წავიდა. ქვეყნის მასშტაბით დილიდან გადაკეტილია გზები, რამაც შეაფერხა მოძრაობა ძირითად მაგისტრალებზე, მათ შორის თელ-ავივისა და იერუსალიმის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი იხმარა.
ჰაიფაში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
იერუსალიმში, სტრატეგიული საკითხების მინისტრ რონ დერმერის სახლის წინ, რამდენიმე ათეული დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ მძევლების გათავისუფლებისა და ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოითხოვეს.
გაფიცვას მხარი დაუჭირეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მუნიციპალიტეტებმა, მათ შორის თელ-ავივმა, აეროპორტებმა და ქვეყნის წამყვანმა უნივერსიტეტებმა.
ჰაიფის პორტმა ფუნქციონირება შეაჩერა. „აქ არ არსებობს მემარჯვენე და მემარცხენე. არსებობს მუშების ძმობა, თანაგრძნობა ოჯახების ტკივილის მიმართ და საერთო სურვილი, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ მათი საყვარელი ადამიანები“, განაცხადეს მუშებმა.
ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი მძევლების მოედანზე შეკრებილ ხალხს შეხვდა.
„მინდა ვუთხრა ღაზის საშინელ გვირაბებში გატაცებულ ადამიანებს: ერთი წუთითაც არ დაგივიწყებთ და ყოველ ღონეს ვხმარობთ, რომ სახლში დაგაბრუნოთ“, თქვა ჰერცოგმა.
როგორც იტყობინებიან, დღის მეორე ნახევარში საპროტესტო აქციებზე რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ საპროტესტო აქციებზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ მომიტინგეების მოთხოვნა, შეწყდეს ომი პალესტინური დაჯგუფება ჰამასის დამარცხების გარეშე, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 7 ოქტომბრის მოვლენების განმეორების საფრთხეს ქმნის. (ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული ისრაელში, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში.)
„მოვითხოვთ არა მხოლოდ ჰამასის სრულ განიარაღებას, არამედ იმასაც, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის გრძელვადიანი დემილიტარიზაცია უზრუნველყოს ტერორისტული ელემენტების მხრიდან შეიარაღებისა და ორგანიზების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ მოქმედებების გზით,“ ხაზგასმით აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
საპასუხოდ მძევლების ოჯახებმა ერთობლივ განცხადებაში პრემიერ-მინისტრი უმოქმედობასა და მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.
„ჩვენი გატაცებული ადამიანები არ არიან ლოზუნგი. ისინი არ არიან გემების ინსტრუმენტი ან ვაჭრობის საგანი. 49 გატაცებული მამაკაცი და ერთი ქალი ჩვენი ძმები და და არიან. მათი დაბრუნების პასუხისმგებლობა თქვენზეა“, განაცხადეს გატაცებულთა ნათესავებმა.
ისრაელის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებმა, ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა, მომიტინგეები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ასეთი ქმედებები ჰამასს აძლევს ხელს.
ფორუმი