ცენტრალურ ისრაელში, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 19 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ ტირაში შენობა დაზიანდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს.
