ისრაელში, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სამი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფების, სასწრაფო დახმარებისა და სისხლის ბანკის ეროვნული სამედიცინო სამსახურზე, „მაგენ დავიდ ადომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო შეტევამ ცენტრალურ ისრაელში სულ მცირე ორი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.
ამასთან, ისრაელის ელექტროენერგიის კორპორაციის ცნობით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი ელექტრო ქსელი დააზიანა.
„მიმდინარეობს სამუშაოები ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად“, – აცხადებენ კორპორაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს