ისრაელში, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, დაშავებულია 29 ადამიანი

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ს ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 10 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
Magen David Adom-ში აცხადებენ, რომ 29 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან სამი საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 26 მსუბუქად არის დაშავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო შეტევამ ცენტრალურ ისრაელში სულ მცირე ორი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.
ამასთან, ს ელექტროენერგიის კორპორაციის ცნობით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი ელექტრო ქსელი დააზიანა. „მიმდინარეობს სამუშაოები ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად“, – აცხადებენ კორპორაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?