ისრაელში ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

ისრაელის საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურის, “მაგენ დავიდ ადომის” ცნობით, ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სასახურში აცხადებენ, რომ ოთხი ადამიანი ქალაქ პეტახ ტიკვაში დაიღუპა, ერთი კი – ბნეი ბრაკში.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმები ს ცენტრალურ და სანაპირო ტერიტორიებზე განხორციელდა, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კოორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.
ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა, 1 277 კი -ჰოსპიტალიზებულია.