ისრაელში იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, წითელი ზღვის მიმართულებიდან წამოსული “საეჭვო საჰაერო ობიექტი”, რომელიც ს ქალაქ ეილათის მახლობლად დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, ფრთოსანი რაკეტა იყო.
אחרי שפירסמנו הערב את הסירטון הזה מאילת: טיל שיוט ששוגר מתימן ונפל בשטח פתוח בעיר, ותהינו למה דובר צהל לא הוציא הודעה מסודרת לתושבים, יוצאת הערב ההודעה שאמורה הייתה לצאת ביום שני:

דובר צה”ל:
בהמשך למטרה האווירית שנפלה צפונית לעיר אילת שלשום בלילה (א׳), טיל שיוט שהגיע מכיוון ים… pic.twitter.com/VufQuJiB7S— almog boker (@bokeralmog) March 19, 2024
მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების მოძრაობამ აიღო. გავრცელებული ცნობებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო IDF-ის თქმით, ინციდენტის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული რაკეტა ისრაელის ტერიტორიას დაეცა. აქამდე, იემენიდან გაშვებული დრონები და რაკეტები ან მეზობელ სახელმწიფოებში ვარდებოდა, ან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ნადგურდებოდა.