ისრაელში დროებით დახურეს -ის საელჩო და საკონსულოები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით დახურა საელჩო იერუსალიმში და საკონსულოები იერუსალიმსა და თელ-ავივში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მოტივით და ისრაელის ზურგის სარდლობის რეკომენდაციით. იერუსალიმსა და თელ-ავივში -ის დიპლომატიური წარმომადგენლობები არ მუშაობენ დღეიდან, 18 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით.
აშშ-ის მოკავშირე ისრაელსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის 13 ივნისიდან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
17 ივნისს, თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, ამერიკულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, რომ პრეზიდენტი განიხილავს ირანის საწინააღმდეგო ოპერაციაში ჩართვის შესაძლებლობას.
· ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
· პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
· ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 16 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists-ის (ოფისი ვაშინგტონში) მიერ 18 ივნისს გავრცელებული მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დაიღუპა სულ მცირე 585 და დაიჭრა 1326 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთაგან 239 სამოქალაქო პირი იყო.
ისრაელის მთავრობის მიერ 18 ივნისს, დილით განახლებული მონაცემებით, ისრაელში დაიღუპა 24 და დაიჭრა 800-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს