ისრაელში დააპატიმრეს ნეთანიაჰუს ყოფილი პრესმდივანი – ის ეჭვმიტანილია საიდუმლო მასალების გავრცელებაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილი პრესმდივანი დაპატიმრებულია, როგორც საიდუმლო დოკუმენტების ჟურნალისტებისთვის გადაცემაში ეჭვმიტანილი. სასამართლო უწყებაზე დაყრდნობით გერმანიის რადიო იტყობინება, რომ მასთან ერთად დაპატიმრებულია სამი სხვა პირი, მათ შორის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი.
ისრაელის საშინაო საიდუმლო სამსახურმა “შინ ბეტმა” და არმიამ სექტემბერში, მას მერე დაიწყეს გამოძიება, რაც გერმანიის გაზეთმა „Bild-მა” და ბრიტანეთის ყოველკვირეულმა „The Jewish Chronicle-მა“ გაავრცელეს ინფორმაცია საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების შესახებ. საქმე ეხებოდა ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) მიერ ღაზაში დაკავებულ მძევლებს და მათი განთავისუფლების მცდელობას. როგორც ქალაქ რიშონ-ლე-ციონის სასამართლო აცხადებს, ამ მასალების გამოქვეყნებას შეიძლება ხელი შეეშალა მძევლების განთავისუფლებისთვის.
ოპოზიციის ხელმძღვანელის, იაირ ლაპიდის თანახმად, დანაშაული სათავეს იღებს პრემიერის ოფისში და უნდა გაირკვეს, იცოდა თუ არა ნეთანიაჰუმ მასალების გავრცელების შესახებ. ისრაელის მთავრობის მეთაურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტები ბრალად სდებენ, რომ ღაზის სექტორში ომს აჭიანურებს, რათა დააკმაყოფილოს თავისი მემარჯვენე ექსტრემისტი კოალიციური პარტნიორები, წერს Deutschlandfunk-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში