ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეზე გამოძიება საქართველოშიც ჩატარდა

საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეზე, რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, პროკურატურა დამატებით დეტალებს ავრცელებს. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის გასახსნელად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი ჩატარდა ბათუმში, დონაციისა და სუროგაციის ცენტრში.
„ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა“, – წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
დამატებით პრესსამსახური აღნიშნავს, რომ კლინიკიდან ამოღებულია დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია.
„საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
რადიო თავისუფლებამ გუშინ, 19 მარტს მოამზადა მასალა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონები შეიტანეს. საქმეზე ისრაელის პოლიცია იძიებს.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისრაელის პოლიციამ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თვეების წინ დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი