ისრაელში განთავსებულმა ამერიკულმა THAAD სისტემამ პირველად ჩამოაგდო ჰუსიტების რაკეტა

27 დეკემბერს ისრაელში განთავსებულმა ამერიკულმა სარაკეტო თავდაცვის სისტემამ THAAD პირველად ჩამოაგდო იემენიდან ჰუსიტების მიერ ს მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტები.
ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა THAAD (Terminal High Altitude Area Defense System) ისრაელში მიმდინარე წლის ოქტომბერში განათავსეს.
Reuters-ის ინფორმაციით, 27 დეკემბერს სისტემა სატესტო რეჟიმში გამოიყენეს, რათა ენახათ, შეძლებდა თუ არა სისტემა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას წარმატებით.
სოციალურ მედიაში THAAD სისტემის მიერ იემენელი ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება.
წყარო: ტაბულა