ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ს გადადგომის მოთხოვნით ს ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა.
მედიის ინფორმაციით, იერუსალიმში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად, რომლებმაც ბეგინის ბულვარი, ქალაქის მთავარი ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილი გადაკეტეს, წყლის ჭავლი გამოიყენა.
დემონსტრანტები ნეთანიაჰუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარდა მოითხოვდნენ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ღაზას სექტორში დარჩენილი 134 ისრაელელი მძევლის გასათავისუფლებლად. მძევლების ოჯახები და მეგობრები, ისევე როგორც მომიტინგეები შიშობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი შეთანხმების გარეშე, კიდევ მით მეტი მძევალი დაიღუპება.