ისრაელში, ბათ-იამიზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქ ბათ-იამიზე ორი დრონის გამოყენებით იერიში განხორციელდა, რის გამოც საჰაერო განგაში გამოცხადდა.
თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დრონი საჰაერო ძალებმა შეაჩერეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეცა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ებრაელები როშ-ჰაშანას დღესასწაულს, ებრაულ ახალ წელს აღნიშნავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე