ისრაელში -ის ელჩი – საფრანგეთი პალესტინას ფრანგულ რივიერას შესთავაზებს და ახალ ერს „ფრანს-ენ-სტინი“ დაერქმევა

ისრაელში -ის ელჩი, მაიკ ჰაკაბი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.
„პალესტინის“ სახელმწიფოს აღიარების შესახებ მაკრონის ცალმხრივ „განცხადებაში“ არ იყო მითითებული, თუ სად იქნება ის. ახლა ექსკლუზიურად შემიძლია გავამჟღავნო, რომ საფრანგეთი ფრანგულ რივიერას შესთავაზებს და ახალ ერს „ფრან-ენ-სტინი“ დაერქმევა“, – წერს ამერიკელი დიპლომატი სოციალურ ქსელში.
ამ საკითხე მან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.
„რა ჭკვიანურია! თუ მაკრონს შეუძლია უბრალოდ „გამოაცხადოს“ სახელმწიფოს არსებობა, გაერთიანებულმ სამეფოს შეუძლია საფრანგეთი ბრიტანეთის კოლონიად „გამოაცხადოს“!”,-წერს მაიკ ჰაკაბი.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. მაკრონი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადების გაკეთებას სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა