ისრაელში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

ისრაელის მასშტაბით ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება.
აქციის მონაწილეები მთავრობას დაუყოვნებელი არჩევნებისკენ და ღაზას სექტორში მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ.
ჩრდილოეთ ქალაქ ხაიფაში აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ ბანერით: „ს მთავრობა ისრაელის ხალხის წინააღმდეგ. არჩევნები ახლავე“.
ქალაქ რეხოვოტში მომიტინგეები ქნესეთს (ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს) მოუწოდებენ, „ერს მანდატი დაუბრუნოს და არჩევნებზე წავიდეს“.