ისრაელში ავტოსადგურზე მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელში, ქალაქ ბეერ-შევას ავტოსადგურზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, – ინფორმაციას The Times o Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი 25 წლის ქალია.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ევროკომისიის წერილზე – ერთადერთი „კოზირი“, რაც აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და რა გზით? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით