ისრაელური მედია: -ს ავიამზიდი მოიერიშე ჯგუფთან ერთად ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

ისრაელის მე-13 არხის ინფორმაციით, ამერიკული ავიამზიდი, USS Lincoln მოიერიშე ჯგუფთან ერთად ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა და ირანთან ახლოს იმყოფება.

ავიამზიდის გარდა მოიერიშე ჯგუფში საესკადრო ნაღმოსნები და Tomahawk-ის ტიპის რაკეტით აღჭურვილი წყალქვეშა ნავებიც შედის.

ამასთან, ისრაელის მე-13 არხი ასევე აღნიშნავს, რომ -მ რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალებიც გააძლიერა და იორდანიაში ბაზებზე F-15 ტიპის ავიაგამანადგურებლების რაოდენობა გაზარდა.

გარდა ამისა, როგორც მე-13 არხი წერს, აშშ რეგიონში სახმელეთო თავდაცვის გაძლიერებასაც გეგმავს და მომდევნო დღეებში მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთში THAAD-ის ტიპის დამატებითი ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემები ჩავიდეს.


ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.

საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 459-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 40 887-ია.  პარალელურად, უკვე სამ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია.

ცნობისთვის, TIME-ს ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ორმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ირანის ქუჩებში მხოლოდ 8-9 იანვარს შესაძლოა 30 000-მდე დემონსტრანტი იყოს მოკლული.

წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ 8-9 იანვარს ირანის უსაფრთხოების სამსახურებმა იმდენი ადამიანი დახოცეს, რომ სახელმწიფოს ცხედრების ქუჩებიდან გასატანად რესურსი აღარ ჰყოფნიდა.

აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.

მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების “არმადა” მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს “ყურადღებით აკვირდება”.

“ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.” – თქვა ტრამპმა.

ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები “იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა”.

ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და გააფრთხილა, რომ “ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ”

წყარო