ისრაელს სურს, რომ ღაზაში მძევლების თემა მსოფლიოში “წინა პლანზე” იყოს – გიდეონ საარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ ღაზაში მძევლების მდგომარეობა გლობალური დღის წესრიგის პირველ ადგილზე უნდა იყოს. ეს მან განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი სხდომის წინ.

„მსოფლიომ ბოლო უნდა მოუღოს მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცების
ფენომენს. ეს მსოფლიოში წინა პლანზე უნდა იყოს“, – განაცხადა საარმა პრესკონფერენციაზე ისრაელში.

„დღეს საღამოს ნიუ-იორკში გავემგზავრები, გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩემს მიერ არის ინიციირებული და ხვალ (5 აგვისტოს) მძევლების მდგომარეობის გარშემო ვიმსჯელებთ”- დასძინა მინისტრმა.

2023 წლის ოქტომბერში ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტული დაჯგუფება) მიერ ისრაელზე თავდასხმის დროს აყვანილი 251 მძევლიდან, რამაც გამოიწვია მიმდინარე ღაზას ომი, 49 კვლავ პალესტინის ტერიტორიაზეა დაკავებული, მათ შორის 27, ს სამხედროების თქმით, გარდაცვლილია.

გაეროს სხდომა მას შემდეგ მოიწვიეს, რაც „ჰამასმა“ და მისმა მოკავშირე „ისლამურმა ჯიჰადმა“ გასულ კვირას გამოაქვეყნეს სამი ვიდეო, სადაც ორი მძევალი ჩანს. ისინი დასუსტებული და გამოფიტული გამოიყურებოდნენ, რასაც ისრაელში ღრმა შოკი მოჰყვა.

ვიდეოჩანაწერების გავრცელებას ისრაელში მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის აუცილებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვის დებატების განახლება.
ღაზაში ომი 23 თვეა გრძელდება, განადგურებულია მთელი რეგიონი, დაიღუპა 60 ათასი ადამიანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ კვირას განაცხადა, რომ „შოკირებულია.“
მან თქვა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც ომში ხანმოკლე ზავის დროს მძევლების გათავისუფლებას აკონტროლებდა, სთხოვა იქ მყოფი ისრაელელი მძევლებისთვის საკვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.

ჰამასის შეიარაღებული ფრთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯგუფი მზად არის წითელი ჯვრის წარმომადგენლებს მძევლებთან წვდომის შესაძლებლობა მისცეს და სანაცვლოდ მთელ ღაზაში საკვებისა და მედიკამენტების უწყვეტი შეტანა მოითხოვა.

გერმანიის მედია იმოწმებს გაზეთ Haaretz-ს, რომლის თანახმად, ნეთანიაჰუს მიმართ კრიტიკა გამწვავდა ისრაელში, სადაც მძევლების ახლობლების ფორუმმა განაცხადა რომ პრემიერს ისრაელი და მძევლები განადგურებისკენ მიჰყავს.
ისრაელის 19-მა ყოფილმა სამხედრო და უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებმა ღაზაში დაუყოვნებლივ ომის შეწყვეტა მოითხოვეს. მათი განცხადებით, რომელსაც ხელს აწერენ ისრაელის ყოფილი პრემიერი ეჰუდ ბარაკი და შინაგანი უშიშროების სამსახურის ყოფილი მეთაური, ამი აიალონი, ომს, რომელიც სამართლიან თავდაცვით ომის სახით დაიწყო, ისრაელი მიჰყავს უსაფრთხოების და იდენტობის დაკარგვამდე.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე – საქართველო უნდა ყოფილიყო ამ ახალი რეგიონული რეალობის მნიშვნელოვანი არქიტექტორი მშვიდობის ფორმირებაში, თუმცა, ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესს