მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი, პალესტინაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ისრაელის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა Inside The Games-ს კომიტეტის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
2 დღის წინ, 16 სექტემბერს ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებას სპორტული შეჯიბრებიდან ისრაელის მოკვეთისკენ მოუწოდა და მიზეზად ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებები დაასახელა. ისრაელის სახელმწიფოს ამ ქმედებათა ერთიანობას ძალიან ბევრმა, ავტორიტეტულმა დასავლურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და კვლევითმა ინსტიტუტმა გენოციდი უწოდეს.
“პალესტინისა და ისრაელის ოლიმპიური კომიტეტები მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულნი არიან და თანაბარი უფლებები გააჩნიათ. ორივე ორგანიზაცია ოლიმპიურ ქარტიას მიჰყვება და ჩვენ ორივე მხარესთან ვმუშაობთ, რათა კონფლიქტით გამოწვეული შედეგები სპორტსმენებისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს,” – განაცხადეს მოკ-ში.
ორგანიზაციაში ისიც აღნიშნეს, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე პალესტინელი და ისრაელელი სპორტსმენები ერთ ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობდნენ და მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა.
უარი ბელარუსთან თამაშზე – უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
მოდელს მომღერალი არჩია – ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
