ისრაელს და ჰეზბოლას 21-დღიანი ზავისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს

თერთმეტმა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ისრაელს და ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია ჰეზბოლას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ 3-კვირიანი ზავი, რათა გაიხსნას სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 25 სექტემბერს შეთანხმებულ მიმართვას ხელს აწერენ , საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია, , არაბთა გაერთიანებული საამირო, კატარი და ევროკავშირი. მათი განცხადებით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებები ესკალაციით ემუქრება მთელ რეგიონს და არ შეესაბამება არც ს და არც ლიბანის ინტერესებს.
გამოცემა The New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი და ლიბანი ინიციატივას მხარს უჭერენ. სააგენტო Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შესაძლოა, გამოყენებული იყოს რეგიონში, მათ შორის ღაზის სექტორში მშვიდობის დასამყარებლად.
ისრაელმა მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, მხოლოდ 25 სექტემბერს დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, 23 სექტემბრიდან კი დაღუპულია 600-მდე და დაჭრილია 1800-ზე მეტი, მათ შორის ათეულობით ბავშვი. ისრაელი ირწმუნება რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჰეზბოლას ლიდერები და ობიექტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა