„ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“ – ნეთანიაჰუ

ისრაელი ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
„ირანმა ჩვენი ტერიტორიისა და ქალაქების მიმართულებით ორჯერ გაუშვა ასობით რაკეტა – ისტორიაში ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთ თავდასხმას თავის ქალაქებსა და მოქალაქეებზე, არც ისრაელის სახელმწიფო შეეგუება. ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა გაანადგურა „ჰეზბოლას” რაკეტების მარაგის „დიდი ნაწილი.“
„ჩვენ გავანადგურეთ „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა და „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობა, გავანადგურეთ რადვანის ძალების მეთაურები, რომლებიც გეგმავდნენ გალილეაში შეჭრას და ჩვენი მოქალაქეების უფრო დიდ და საშინელ ხოცვა-ჟლეტას, ვიდრე 7 ოქტომბერს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დაგვისრულებია საფრთხის აღმოფხვრა, ჩვენ აშკარად შევცვალეთ ომის მიმდინარეობა და ბალანსი“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს