ისრაელს ამერიკელი მაღალჩინოსნების დელეგაცია ეწვევა

ისრაელში დღეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დელეგაცია ჩავა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დელეგაციის წევრები ისრაელელ კოლეგებს შეხვდებიან და ომის შემდგომი პერიოდის ღაზის სექტორზე ისაუბრებენ.
დელეგაციას უხელმძღვანელებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კამალა ჰარისის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ილან გოლდენბერგი და სხვა პირები.
აშშ-ის დელეგაცია შეხვდება ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს, ცაჰი ჰანეგბის, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს რონ დერმერს, და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ