ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გაცვლა პარასკევს დღის მეორე ნახევარში დაიწყება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება კატარის შუამავლობით მოხერხდა.
BBC-ის ინფორმაციით, დროებით ზავი ქვეყნებს შორის პარასკევს დილიდან ამოქმედდება.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კატარის შუამავლობით მძევლების ნაწილის გაცვლა პარასკევს დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
როგორც მედია აღნიშნავს, იქამდე ღაზას სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გარკვეული დაპირისპირებები მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა. ს თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორ აბუ სალმიასთან ერთად დაკავებულია რამდენიმე ექიმიც.
ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზის უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ