ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი ძალაში შევიდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი ძალაში შევიდა
24 ნოემბერს დილით, კატარის შუამავლობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი შევიდა ძალაში. ამის შესახებ ს მედია იტყობინება.
კატარის შუამავლების თქმით, საღამოს 4 საათზე, ღაზაში მყოფი 13 მძევალი გათავისუფლდება, სანაცვლოდ კი მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, 150 პალესტინელ პატიმარს – ძირითადად ქალებსა და არასრულწლოვნებს, მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულებს – გაათავისუფლებენ.
შეთანხმება ასევე საშუალებას მისცემს ღაზაში მყოფებს, რომ საწვავი და ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლები გაგრძელდება დროებითი ზავის შემდეგ მინიმუმ ორი თვის განმავლობაში. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია. მას მიაჩნია, რომ ჰამასი მათ ზეწოლის გარეშე არ გაუშვებს.
ცნობისთვის, ეს არის ბრძოლის პირველი შეწყვეტა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ დაიწყო ომი თითქმის შვიდი კვირის წინ, როდესაც მისმა წევრებმა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში მიმდინარე ფესტივალი დაარბიეს და დაახლოებით 1200 ადამიანი მოკლეს, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ასევე აიყვანეს 240 მძევალი აიყვანეს.