ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა

“ცახალი” ღაზას სექტორზე დარტყმებს აგრძელებს. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავი, რომელიც კვირას, 19 იანვარს ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. მანამდე ს პრემიერ-მინისტრმა მ უბრძანა ისრაელის არმიას არ შეწყვეტილიყო ცეცხლი მანამ, სანამ “ჰამასი” არ გამოაქვეყნებდა ყველა მძევლის სახელს, რომლებიც დღეს უნდა გაათავისუფლონ.
“ჰამასმა” თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა, მიზეზად „ტექნიკური სირთულეები“ დაასახელა.
ზავი მიზნად ისახავდა 15 თვიანი ომის შემდეგ ბრძოლის შეჩერებას და ღაზას სექტორში “ჰამასის” მებრძოლების მიერ დაკავებული ათობით მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის ციხეებში მყოფი ასობით პალესტინელის გათავისუფლებას.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მეომარ მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება