ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ოთხშაბათს ჩიხში შევიდა ისრაელსა და ჰამასს შორის (-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა გაცვლის შესახებ, იტყობინება Reuters-ი.
ჰუმანიტარული კრიზისი ღაზის სექტორში, რომელსაც მოძრაობა ჰამასი მართავს, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს.
პალესტინელების შუამავლები, კატარი და ეგვიპტე, მაგრამ არა ს მხრიდან შუამავლები, ცდილობენ უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის 40-დღიანი რეჟიმი რამადანის დღესასწაულის პერიოდში, რომელიც მომავალ კვირაში იწყება.
ჰამასმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მონაწილეობას კაიროს მოლაპარაკებებში, მაგრამ მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სანამ ისინი მძევლებს გაათავისუფლებენ, ისრაელის ჯარებმა უნდა დატოვონ ღაზა და სექტორის ყველა მცხოვრებს საშუალება უნდა მიეცეს, შინ დაბრუნდეს.
Reuters-ს ანონიმმა წყარომ უთხრა, რომ ისრაელი კაიროს მოლაპარაკებებს თავს არიდებს, ვინაიდან ჰამასმა უარი თქვა ისრაელისთვის მის ხელთ მყოფი მძევლების სიის გადაცემაზე. ჰამასის თქმით, ზავის მიღწევამდე ეს შეუძლებელია, ვინაიდან მძევლები იმყოფებიან სხვადასხვა ტერიტორიაზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰამასს მოუწოდა, დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ პირობებს. მან სამშაბათს თქვა, რომ „ისრაელელი მოკავშირეები“ თანამშრომლობის სურვილს ავლენენ. ბაიდენის სიტყვებით, ვაშინგტონი გამოვიდა „გონივრული წინადადებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ“. „საკითხის გადაწყვეტა ახლა ჰამასის ხელშია,“ უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ისრაელის ჯარებმა, რომლებმაც ღაზაში საიერიშო ოპერაცია დაიწყეს ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებული სისხლიანი რეიდის შემდეგ, უკანასკნელი დღეების განმავლობაში განაგრძობდნენ ღაზის ტერიტორიის დაბომბვას. Reuters-ის თანახმად, დაბომბვა დაიწყო კვირას კაიროში მოლაპარაკებების გახსნასთან ერთად.
თვითმხილველთა თქმით, ისრაელი განაგრძობს ხან იუნისის, სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფისა და ღაზის სექტორის ცენტრალური რეგიონების დაბომბვას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ის ესაუბრა ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრს, ბენი განცს, და მას ბრიტანეთის შეშფოთება გამოუხატა რაფაჰზე იერიშის შესაძლო შედეგების გამო.
აშშ-ში იზრდება ბაიდენის ადმინისტრაციისადმი მოწოდებები თანაპარტიელი დემოკრატების მხრიდან. ისინი მოითხოვენ, ისრაელზე ზეწოლა განხორციელდეს, რათა შემსუბუქდეს ჰუმანიტარული კრიზისი. ზოგნი მოითხოვენ, შეწყდეს ისრაელის სამხედრო დახმარება, თუკი მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
ღაზაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, იმ ადამიანების რიცხვმა, რომელთა სიკვდილი დადასტურებულია, 30700-ს გადააჭარბა.
7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შედეგად სამხრეთ ისრაელში დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, 240-მდე მძევლად აიყვანეს, მათი ნაწილი ჰამასის ხელში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება