ისრაელსა და ღაზაში უარყოფენ ინფორმაციას, კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ

ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეთანხმებას ჰორიზონტზე. განსხვავება (მხარეებს შორის) ჯერ კიდევ დიდია და აქამდე არაფერი დრამატული არ ყოფილა“, – ციტირებენ Channel 12 და Ynet-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.
ამასთან, ლიბანური სატელევიზიო არხი Al-Mayadeen-ი პალესტინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ. ოფიციალური პირი მიზეზად ს „სიჯიუტეს“ ასახელებს და ამტკიცებს, რომ „ჯერჯერობით პროგრესი არ არის“.
შეგახსენებთ, მანამდე ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ