ისრაელსა და საქართველოს შორის ვაჭრობა 61%-ით გაიზარდა – რომელია მთავარი სავაჭრო საქონელი (bm.ge)

ისრაელსა და საქართველოს შორის ვაჭრობა 61%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 19,7 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 12,2 მლნ აშშ დოლარი იყო.
საქართველოდან ისრაელში ექსპორტი აჭარბებს იმპორტს. ექსპორტის მაჩვენებელიც მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში გაზრდილია და 13,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის პირველ კვარტალში კი – 8,6 მლნ აშშ დოლარი. მთავარი საექსპორტო საქონელი მიმდინარე წელს თხილი და სხვა კაკალია.
აღსანიშნავია, რომ გასულ 2024 წელს ჯამურად, საქართველოდან ისრაელში ექსპორტმა 37 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს – 20,6 მლნ აშშ დოლარი.
-10 საექსპორტო საქონელი ისრაელში (2025 წლის I კვარტალის მიხედვით):
· თხილი და სხვა კაკალი – 1,3 მლნ აშშ დოლარი
· სასუქები და მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 1,2 მლნ აშშ დოლარი
· ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები – 894 290 აშშ დოლარი
· ფეროშენადნობები – 858 600 აშშ დოლარი
· აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის – 708 510 აშშ დოლარი
· საფრენი აპარატების ნაწილები – 570 280 აშშ დოლარი
· ელექტრული წყალგამახურებლები – 505 080 აშშ დოლარი
· მინერალური და მტკნარი წყლები – 443 220 აშშ დოლარი
· მანქანები და მოწყობილობები აწევის, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის, სხვა – 438 260 აშშ დოლარი
· ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის – 424 680 აშშ დოლარი
რაც შეეხება იმპორტს, წელს დან 5,9 მლნ აშშ დოლარის საქონელი შემოვიტანეთ, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი თითქმის ნახევარი – 3,6 მლნ აშშ დოლარი იყო.
ჯამურად, გასულ წელს ისრაელიდან იმპორტმა 22,4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2023 წელს 16,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
TOP-10 საიმპორტო საქონელი ისრაელიდან (2025 წლის I კვარტალის მიხედვით):
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1,8 მლნ აშშ დოლარი
· კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – 635 210 აშშ დოლარი
· ხელსაწყოები და მოწყობილობები ში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 412 760 აშშ დოლარი
· ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები – 409 140 აშშ დოლარი
· ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის – 365 690 აშშ დოლარი
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 197.880 აშშ დოლარი
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 197 880 აშშ დოლარი
· სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 133 470 აშშ დოლარი
· ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან – 125 390 აშშ დოლარი
· მანქანები ელექტრული და აპარატურა, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური ფუნქციები – 117 180 აშშ დოლარი.
წყარო: bm.ge