ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულ მძევლებს – 31 წლის დორონ სტეინბრეჩერს, ბრიტანეთი-ს მოქალაქე 28 წლის ემილი დამარის და 24 წლის რომი გონენს – თელ-ავივის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში გუშინ, სამი საათის დაგვიანებით შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება