ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო

ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ჰეზბოლას წინააღმდეგ. ს თავდაცვის არმიის მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ჰეზბოლას „ტერორისტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ დაწყებულია „შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზნობრივი რეიდი“.
ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
ისრაელის არმიის თანახმად, სამიზნედ გამოცხადებული ჰეზბოლას ობიექტები მდებარეობს საზღვრის მახლობლად და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის ჩრდილოეთისთვის. ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, სახმელეთო ჯარებს ზუსტი დარტყმებით ეხმარებიან ავიაცია და არტილერია.
ისრაელის გარდა ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული -ს. ევროკავშირი ტერორისტულად ცნობს მხოლოდ ჰეზბოლას გასამხედროებულ ფრთას.
პირველი ცნობები, რომ ისრაელის არმიის ტანკები უკვე ლიბანის სამხრეთში არიან, 30 სექტემბერს, საღამოს გაავრცელეს არაბულმა ტელეარხებმა Al Arabiya-მ და Al Hadath-მა.
სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის არმიამ ქვეყნის ჩრდილოეთში დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ლიბანის არმიის ქვედანაყოფებმა სამხრეთში, ისრაელის საზღვრის მახლობლად თავისი პოზიციები დატოვეს და ხუთი კილომეტრის სიღრმეში გადაინაცვლეს.
ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს წინასწარ აცნობა, რომ ლიბანის სამხრეთში, ჰეზბოლას ობიექტების წინააღმდეგ „შეზღუდულ ოპერაციას“ დაიწყებს.
სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელის არმიის ავიაცია ჰეზბოლას ობიექტებს ინტენსიურად ბომბავდა სექტემბრის ბოლო ერთი კვირის განმავლობაშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული