ისრაელმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა

ისრაელმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებ დანადგარს, რომელიც დაჯგუფებამ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტის გასაშვებად გამოიყენა, სამხრეთ ლიბანში, იარუნში დაარტყეს.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, „ჰეზბოლამ“ მეორე სარაკეტო იერიში განახორციელა და ისრაელის მიმართულებით 70 რაკეტა გაუშვა.
მეხანძრეები ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჰერჩინსკის პასუხი მოეთხოვება, იმიტომ, რომ 27 ქვეყნის სახელით საუბრობს – მისი დაკვეთა არის, ამ მშვიდ გარემოში შეცვალოს პროცესი, რომ არ მისცენ „ქართულ ოცნებას” ხმა, ეს არის დანაშაულებრივი გზავნილი