ისრაელმა “ჰეზბოლას” სამიზენეებზე იერიში სირიაში მიიტანა

სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 19 მარტს, ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად რამდენიმე სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
“სირიის საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა ს “რაკეტები და ჩამოაგდო ზოგიერთი მათგანი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ასევე ამბობს, რომ იერიშს მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ზიანი მოჰყვა.
სირიის შეიარაღებული ძალებიდან ორმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ ისრაელის სამიზნე ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლას” საბრძოლო მასალის საცავი იყო, რომელიც სირიის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ იაბრუდთან ახლოს მდებარეობდა.
ეს ისრაელის მეორე დარტყმა იყო 48 საათის განმავლობაში “ჰეზბოლას” მიწოდების მარშრუტებზე, რომლებიც ლიბანსა და სირიას აკავშირებს.
ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” და ისრაელის არმია ერთმანერთს ხშირად ესხმიან თავს მას შემდეგ, რაც პალესტინური დაჯგუფება “ჰამასი”, რომელსაც შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ღაზის სექტორიდან 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა. ისლამისტმა მებრძოლებმა 1200 ადამიანი დახოცეს და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს, მათი ნაწილი კვლავ ტყვეობაში რჩება. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელსაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. “ჰამასის” მიერ კონტოლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ომის შედეგად 31 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული.
მიმდინარე ომი აჩენს შეშფოთებას, რომ შესაძლოა კონფლიქტის უფრო ფართო ესკალაცია მოხდეს და ის რეგიონულ ომში გადაიზარდოს, რა შემთხვევაშიც ომში “ჰეზბოლას” ჩარევა გამორიცხული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება