ისრაელმა, „ჰეზბოლას“ თავდასხმების შემდეგ, ლიბანის ტერიტორიაზე მათ ობიექტებს დაარტყა

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ორ ობიექტს დაარტყა, – ინფორმაციას CNN-ი ს თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმები გოლანის სიმაღლეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული ავიაიერიშების პასუხი იყო.
„ეს ადგილები ეკუთვნის „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალებს, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა თავდასხმები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ბაალბეკ-ჰერმელის გუბერნატორის, ბაჩირ ხოდრის განცხადებით, დარტყმები ქალაქებში : დურისში, ტარაიასა და შმუსტარში განხორციელდა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.
ბექაას ხეობა, რომელიც „ჰეზბოლას“ დასაყრდენად ითვლება, ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან 100 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა