ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გაასაჩივრა

ისრაელს სა და იოავ გალანტის დაკავებისთვის ჰააგის სასამართლოს ორდერების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ განცხადებას ს პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელმა გაასაჩივრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) გადაწყვეტილება გაეცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ შეტანილი საჩივარი “დეტალურად ამხელს რამდენად აბსურდული იყო დაკავების ორდერების გაცემა და რამდენად აკლია რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი”.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რომ თუ ჰააგის სასამართლო უარყოფს ისრაელის საჩივარს ეს მხოლოდ “ხაზს გაუსვამს ისრაელის მეგობრებისთვის -სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ”.