“ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვისა და ომის გამო საერთაშორისო ზეწოლის შესამცირებლად აშშ-ის სრული მხარდაჭერა მიიღო”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს.
მისი განცხადებით, ისრაელი არ გაიმეორებს ოსლოს შეთანხმების შეცდომას, სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში არ იქნება ჰამასი ან ფათაჰის ხელისუფლება.
“დიახ, არის უთანხმოება, როდესაც საქმე ეხება “ჰამასის მომდევნო დღეს” და ვიმედოვნებ, რომ აქაც შევთანხმდებით“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
#Israel has achieved from the U.S. full support for the ground operation in the #Gaza Strip and the reduction of international pressure over the war – Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu
He said Israel will not repeat the mistake of the Oslo Accords, there will be no Hamas… pic.twitter.com/eRNcCmXjzZ— NEXTA (@nexta_tv) December 12, 2023