ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, იანვრამდე დაასრულოს – CNN

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, იანვრამდე დაასრულოს, რის შემდეგაც „ჰამასის“ წევრებსა და ლიდერებზე უფრო მიზანმიმართულ თავდასხმებზე გადავიდეს, – ინფორმაციას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. აქვე აღნიშნულია, რომ თეთრმა სახლმა გააფრთხილა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება შეზღუდოს.
ბოლო ინფორმაციით, ცახალი ამჟამად ღაზის სიდიდით მეორე ქალაქში, ხან-იუნისის ცენტრში იმყოფება; ალყაშია მოქცეული ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მათმა თავდაცვის ძალებმა უნდა შეინარჩუნონ კონტროლი ღაზის ომის შემდეგ განიარაღებაზე და უარყო იდეა, რომ საერთაშორისო ძალებს შეუძლიათ, პასუხისმგებელნი იყვნენ ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა გაერო-ს ჰუმანიტარულ კოორდინატორს, ლინ ჰასტინგსს ვიზა გაუუქმა. მიზეზად ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის მიკერძოებულობა დაასახელა.
ამავე დროს, მკაცრი კრიტიკით გამოვიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქალთა და ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მიმართ. “სად ჯანდაბაში ხართ?” – ასეთი კითხვით მიმართა მათ ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ჰამასის” მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მათი რეაქციის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის