ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა, რადგან „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპი ამოიწურა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ ს ოფისის განცხადებით, „ჰამასი“ ამ დრომდე უარს ამბობს ს წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის დროებით გახანგრძლივების წინადადებაზე.
„მძევლების შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების და უიტკოფის გეგმის მიღებაზე „ჰამასის“ მხრიდან უარის ფონზე, რომლის მიღებასაც დათანხმდა, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დღეს დილიდან ღაზას სექტორში საქონლისა და მარაგის ყველა შესვლა შეწყდეს. ისრაელი არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე. თუ „ჰამასი“ განაგრძობს უარის თქმას, ამას შემდგომი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
მანამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელი მიიღებს -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ