ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ გვირაბი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული „ჰამასის“ დიდი გვირაბი გაანადგურეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში გვირაბების შიგნით სკანირება განახორციელეს და ინფორმაცია მიიღეს. გვირაბის განადგურება განხორციელდა Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფისა და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის მიერ.
პალესტინის მოედანი ღაზას ქალაქის რიმალის უბანში მდებარეობს. ეს ტერიტორია ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც ცხოვრობდნენ „ჰამასის“ უმაღლესი თანამდებობის პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა