ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ს მინისტრთა კაბინეტმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება დაამტკიცა. გადაწყვეტილება ძალაში 19 იანვრიდან, 06:30 საათიდან შევა.
ისრაელს, ჰამასსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის დასაწყისში, კატარში გაიმართა, მხარეები კი ღაზას სექტორში საომარი ოპერაციების შეწყვეტაზე დათანხმდნენ.
როგორც კაბინეტის შეხვედრაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, მან გარანტიები მიიღო როგორც ბაიდენის, ასევე ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზა ჩავარდება ან ისრაელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში ახალ ომს -ის მხარდაჭერით წამოიწყებს.
გადაწყვეტილების საბოლოო იმპლემენტაციამდე კი ისრაელის კოალიციური მთავრობის თანხმობა იყო საჭირო.
შეთანხმებას მხარი ისრაელის კოალიციური მთავრობის 28 მინისტრმა დაუჭირა, 8 კი მოწინააღმდეგე იყო. მათი ნაწილი პალესტინაში ომის გაგრძელების მომხრეა და, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომას აანონსებს.
ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპებზე, ათასობით პალესტინელი, რომლებსაც ღაზას სექტორის იძულებით დატოვება მოუწიათ, მშობლიურ სახლებს დაუბრუნდებიან.
მეორე და მესამე ეტაპზე მხარეები შეთანხმებას პირველი ფაზის განმავლობაში მიაღწევენ
460-დღიან კონფლიქტს, რომელიც შუა აღმოსავლეთში 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, ამ დრომდე 47 000 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამფაზიან გეგმას მოიცავს. პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 6 კვირას გაგრძელდება, ჰამასი და ისრაელი ტყვეებსა და პატიმრებს გაცვლიან. 98 ისრაელელი ტყვეს სანაცვლოდ, ისრაელი თითქმის 2000 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.