ისრაელმა ღაზაში მასშტაბური სახმელეთო შეტევა დაიწყო

ინტენსიური დაბომბვების შემდეგ, ისრაელმა ღაზაში მასშტაბური სახმელეთო შეტევა წამოიწყო.
თავდაპირველად, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა მთელი ქალაქის ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო და ღაზის ქუჩებში ს ტანკები გამოჩნდნენ.
პრემიერ-მინისტრმა მ მის მიმართ კორუფციის ბრალდებებზე მიმდინარე სასამართლო პროცესის წინ დაადასტურა, რომ გუშინ ღაზაში ინტენსიური ოპერაცია დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ შეტევის „ახალ ფაზა“ გამოაცხადა და თქვა, რომ მათმა ორმა დივიზიამ, რომლებიც ათიათასობით სამხედროსგან შედგება, ღამით ქალაქ ღაზაში გაფართოებულ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
ისრაელის ოპერაციის „გიდეონის ეტლები B“ საწყისი ეტაპი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ინტენსიური დარტყმებით და სახმელეთო ოპერაციებით ღაზის ქალაქის გარეუბნებსა და ქალაქის დასავლეთის რამდენიმე უბანში.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ახლა დივიზიები აფართოებენ ოპერაციებს ქალაქ ღაზაში, ხოლო მომდევნო დღეებში შეტევაში მესამე დივიზია ჩაერთვება.
„მომდევნო დღეებსა და კვირებში სახმელეთო ძალები ქალაქის სიღრმისკენ შეწევას და მისი ალყაში მოქცევას გეგმავენ, ჰამასის ძალების განადგურების მცდელობის ფარგლებში“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
ისრაელი ამბობს, რომ ქალაქში ათასობით ჰამასის მებრძოლი და 600 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.
გარდა ქალაქში მიმდინარე შეტევისა, IDF აცხადებს, რომ 99-ე დივიზია თავდაცვით ოპერაციებს ატარებს ისრაელის ბუფერულ ზონაში ღაზის ჩრდილოეთით.
პარალელურად, გაეროს საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ ისრაელი ღაზაში პალესტინელების გენოციდს ჩადის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ