ისრაელმა ღაზაში კიდევ ორი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში კიდევ ორი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპული მძევლები სამხედრო პირები – 19 წლის კაპრალი და ამავე ასაკის სერჟანტი – არიან.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ღაზაში 28 წლის მძევლის, ელია ტოლენადოს ცხედარი იპოვეს. ელია ტოლენადო სამოქალაქო პირი იყო, რომელიც მძევლად 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, „სუპერნოვას“ მუსიკალური ფესტივალიდან აიყვანეს.
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ამჟამად, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი 135-მდე მძევალი იმყოფება. თავდაპირველად მძევლების რაოდენობა 240-ს აჭარბებდა. 100-ზე მეტი ადამიანი გასულ თვეში, დროებითი ზავის დროს გაათავისუფლეს, ოთხი – ნოემბრის ბოლოს, დროებითი ზავის მიღწევამდე, ერთი მძევალი ისრაელელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას