ისრაელმა ღაზაში დაკავებული 150 დაკავებული გაათავისუფლა

ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში დაკავებული 150 ადამიანი გაათავისუფლა, – ამის შესახებ CNN-ი პალესტინის საზღვრებისა და გადასასვლელების გენერალურ ორგანოზე დაყრდნობით იუწყება.
უწყების ცნობით, გათავისუფლებულებს შორის პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელიცაა. პალესტინის საზღვრებისა და გადასასვლელების უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი 50 დღის წინ დააკავეს, როდესაც ქალაქ ხან-იუნისში, ალ-ამალის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციას ცდილობდნენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ დღემდე უცნობია პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების კიდევ 6 თანამშრომლის ბედი, რომლებიც იმავე დღეს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ