ისრაელმა ღაზას ნაწილში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მიზნით ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სამხედრო მოქმედებები შეჩერდება.
„ეს გადაწყვეტილება გაერო-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ასევე, ისრაელი ღაზაში უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფს, რათა გაერო-მ და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებმა მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება შეძლონ.
