ისრაელმა ღაზას მთავარ ნავსადგურებზე კონტროლი აიღო – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას მთავარ ნავსადგურებზე კონტროლი აიღეს, – ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
სამხედროები აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა 10 მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. კონტროლი აიღეს ოთხ შენობაზე, რომლებსაც „ჰამასი“ მისი ინფრასტრუქტურისთვის იყენებდა.
„ისრაელის ძალებმა 10 ტერორისტი გაანადგურეს და ნავსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა შენობა გაწმინდეს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: შეიძლება რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თხოვონ ევროკავშირის ელჩს რომ ძალიან ნელა, დამარცვლით და სწორ ადგილას დასმული აქცენტებით თარჯიმანის დახმარებით თქვას ასეთი წინადადება…

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით